weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დედა ეკლესიის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია  – სოფო კილაძე მარიხუანას წარმოებაზე

13:00 ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სამედიცინო მიზნით მარიხუანას წარმოება-ექსპორტთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მმართველი გუნდი კონსულტაციების საპატრიარქოსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამართავს.

„ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ერის ინტერესშია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რა იქნება შემდგომში ეს გადაწყვეტილება, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშნელოვანია საზოგადოების დიდი ნაწილის აზრი, ჩვენი დედა ეკლესიის აზრი, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იქნება“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მოხდება, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მისი მხოლოდ ის ნაწილი განიხილება, რომელიც მარიხუანას მოხმარების რეგულირებას ითვალისწინებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული.

„დღეს საზოგადოებას იმაზეც კი არ აქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზაციას. არის კონკრეტული ეკონომიკური გათვლები, რომელიც არ არის დაკავშირებული ნარკოტიკებთან, დაკავშირებულია მცენარე კანაფთან, მის სამედიცინო თვისებებთან და კოსმეტიკური მიმართულებით გამოყენებასთან. ეკონომიკური ეფექტი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ კანონპროექტის მიღება შეიძლება იყოს ნამდვილად სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს სასულიერო პირები ეწინააღმდეგებიან. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, ეს საქმიანობა კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს, რადგან მისი გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. ქადაგებისას პატრიარქმა ნარკომანიის გავრცელების საფრთხეზეც მიუთითა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]